მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო ბარსელონასთან მატჩში სამუელ ეტო'ოს აუცილებლად ძირითად შემადგენლობაშ დააყენებს, გარდა ამისა, გამოჯანმრთელების შემთხვევაში მოედანზე ვიხილავთ უესლი სნეიდერსა და ფიაგო მოტას, ამის შესახებ როიტერი იტყობინება.
ჟოზე მოურინიო: ეტოო ძირითად შემადგენლობაში იქნება, ამას დღესვე ვაცხადებ, ჩემი აზრით წარმატების საიდუმლო ჩვენს თავებში უნდა ვეძებოთ და არა ტაქტიკურ მონახაზში, "ბარსელონასთან" შეხვედრა ეს ის მომენტია, როცა თითოეულმა ფეხბურთელმა თავისი მაქსიმუმი უნდა გააკეთოს და მწვრთნელის დავალებას ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებები დაუმატოს, ისე არაფერი გამოვა, – ამბობს პორტუგალიელი სპეციალისტი.
33 წლის ბრაზილიელი ფენომენი რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა კარიერის დასრულებაზე უკვე ხმამაღლა საუბრობს: "რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ხშირად ვიღებ ტრავმებს და უფრო მიჭირს მათი მოშუშება, კარიერას თავს მალე დავანებებ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ძალიან მიჭირს, მე ხომ ფეხბურთით ვცხოვრობ" - აცხადებს ლუის ნაზარიო
რონალდო 1976 წლის 22 სექტემბერს ბრაზილიაში,რიო დე ჟანეიროს მახლობლად,
ბენტო რიბეიროში დაიბადა.სახელი რონალდო ექიმ რონალდო ვალენტეს პატივსაცემად დაარქვეს.რონალდოს სრული სახელია ლუის ნაზარიო დე ლიმა.მისი და–იონე და ძმა–ნელინიო კი მას დადადოს ეძახიან.
ჟოზე მაურინიომ გააკეთა კომენტარები ბარსელონასთან მოახლოვებულ თამაშთან დაკავშირებით.
ჟოზე მოურინიო: ჩვენ ეხლა ბოლონასთან თამაშის დამთავრების შემდეგ ყურადღება ბარსელონაზე უნდა გადავიტანოთ, იმედი მაქვს ჩემი გუნდი აღიდგენს ძალებს და მომზადებული შეხვდება ამ შეხვედრას. მე სამი წელი ვიმუშავე ბარსელონაში, და ვიცი რომ მათი სტადიონი ნებისმიერ ტაქტიკაზე უფრო მეტია. ნოუკაპზე მაყურებელი შოუს ელოდება, ამ სტადიონზე ტამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი გამოცდა, ჩვენ ნამდვილი ტესტი გევლოდება გამძლეობაზე და ხასიათის გამომჟღავნებაზე. იბრაგიმოვიჩმა ბოლო თამაში გამოტოვა ჯამრთელობის გამო. მე დარწმუნებული ვარ 99,99 % რომ ის იქნება ინტერთან თამაშის დროს მოედანზე.
შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და ბარსელონას ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მომავალში იტალიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ Radio Radio-სთვის მიცემულ ინტერვიუში შვედი ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ ისაუბრა. ზლატანი პატიოსანი ადამიანია, ამიტომ ამბობდა, რომ მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ერთი და იგივე გუნდში თამაშს არ აპირებს. მასთან დაკავშირებით არაფერია გამორიცხული. თუ დადგება დღე, როდესაც იბრაჰიმოვიჩს ბარსელონაში ყოფნა მობეზრდება, იტალიაში დაბრუნების შესაძლებლობა ექნება. სად? მას რომასა და ნაპოლის მსგავსი გუნდები მოწონს. ისე კი, ზლატანი ესპანეთში ამჟამად თავს შესანიშნავად გრძნობს. მან იქ სახლიც იყიდა. ხ... კითხვის გაგრძელება »
ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი რობერტო მანჩინი, წინადადების მიღების შემთხვევაში, მზადაა რუსეთის ნაკრების თავკაცობის შესახებ მოლაპარაკება გამართოს. რუსეთის ნაკრების მწვრთნელი გავხდე? როდესაც სპეციალისტი ვინმესგან თამაშრომლობის წინადადებას იღებს, ეს ყოველთვის კარგია. იგივე შემიძლია ვთქვა კლუბებთან დაკავშირებით. "რეალი”, "ბაიერნი”, თუ "მანჩესტერი”? როდესაც შესაძლებლობა მეძლევა, ყოველთვის მზად ვარ შემოთავაზებული წინადადების განსახილველად”, - ავრცელებს sportmediaset.it-ი მანჩინის კომენტარს. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსებმა მსოფლიოს 2010 წლის პირველობის დასკვნით ეტაპზე ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვეს, მასმედიამ, გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჰოლანდიელი ... კითხვის გაგრძელება »
მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ "ბოლონიასთან" გამარჯვების შემდეგ განსაკუთებით მარიო ბალოტელის თამაში აღნიშნა. ჟოზე მოურინიო: კარგად ვითამაშეთ, აუღელვებლად და სერიოზული პრობლემების გარეშე მოვიგეთ. მინდა განსაკუთრებულად მარიო ბალოტელის თამაში აღვნიშნო, მან ერთი მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ შეცდომა სულ მალე გამოასწორა. რაც შეეხება შეცვლას, მას გაფრთხილება ჰქონდა და არ მინდოდა წითელი ბარათი მიეღო, ფეხბურთში ხომ ყველაფერი ხდება", – აღნიშნავს მაურინიო.
შეგახსენებთ რომ, მილანის ინტერმა შაბათს გასვლაზე დაამარცხა "ბოლონია" და ლიდერობა გაიმყარა მატჩი, რომელმაც გახსნა იტალიის მე 13 ტური დამთავრდა ჟოზე მაურინიოს შეგირდების გამა... კითხვის გაგრძელება »
გუშინ ბარსელონამ ბილბაოში ფრე 1 1 ითამაშა და პირველობა მადრიდის რეალს დაუთმო, რომელმაც ანგარიშით 1 0 სანტანდერის რასინგს სძლია. მაგრამ ყველაზე არასასიამოვნო ამბავი ლიონელ მესის ტრავმაა, რომელმაც მარცხენა ფეხი იტკინა. დღეს მესის გამოკვლევა ჩაუტარდება იმის დასადგენად თუ რამდენად სერიოზულია დაშავება. მედიკოსებმა ამ კვირას მილანის ინტერთან გასამართ შეხვედრაში უკვე გამორიცხეს არგენტინელის ასპარეზობა. კატალუნიელები სულმოუთქმელად ელოდებიან გამოკვლევის შედეგებს რამდენათაც ზუსტად ერთ კვირაში კამპ ნოუ ელ კლასიკოს უმასპინძლებს.
იტალიელი კრისტიან ვიერის ბრაზილიური კარიერა არ შედგა. რამდენიმე დღის წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვეტერან ფორვარდს სამხრეთამერიკულ "ბოავიშტასთან" 6-თვიანი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა. თითქოს, ხელშეკრულების დეტალებიც შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში აპენინელმა ოკეანსგადაღმა გადაბარგება გადაიფიქრა. ბრაზილიის მე-3 დივიზიონში მოასპარეზე "ბოავიშტას" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 36 წლის იტალიელი თავდამსხმელი სამედიცინო შემოწმებაზე არ გამოცხადდა და საბოლოოდ გარიგებაც ჩაიშალა. "სამწუხაროდ, ვიერისთან კონტრაქტის გაფორმება არ მოხერხდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მის შესაძენად - გამოვნახეთ სპონსორები, მოვიზიდეთ ინვესტიციები, ხელშეკრულებაც მისთვის სასურველი პირობების მიხედვით შევადგინეთ, მაგრამ იტალიელმა ბრაზილიაში ჩამოსვლა არ ისურვა. სამედიცინო შემოწმების გასავლელად ვიერი კვირის დასაწყისში უ... კითხვის გაგრძელება »
იტალიური პრესის ცნობით, შეიძლება ინტერმა და არსენალმა შეთანხმებას მიაღწიონ ბალოტელის და ფაბერგასის გაცვლის თაობაზე.
მაურინიოს და მარიოს შორის არა კარგი ურთიერთობა, და ბოლოს გაკეთებულმა განცხადებამ მარიოს მიერ რომ ის მილანის ფანია, უფრო დაძაბა მდგომარეობა მათ შორის. Tuttosport ინფორმაციით არსენ ვენგერი დიდი თაყვანისცემელია მარიო ბალოტელის, და აკვირდება მის წარმატებას, ხოლო ჯოზეს მოსწონს ფაბერგასი, ამტომ არ არის გამორიცხული რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გასნისთანავე საინტერესო გაცვლა ვიხილოთ.
სამუელ ეტომ განაცხადა რომ თუ ის ბურთს გაურტანს ბარსელონას 5 ტურის თამაში ჩემპიონთა ლიგიში ნოუ კაპზე, ის არ აღნიშნავს ამ გოლს.
სამუელ ეტო: ბარსელონაში როგორც პოზიტიური ისე ნეგატური მომენტები მქონდა, მე ბედნიერი ვარ რომ კვლავ მომიწევს თამაში ნოუ კაპზე, მე რათქმაუნდა მინდა გოლის გატანა, და თუეს მოვახერხე მე ამ გოლს არ ავღნიშნავ, მე არ ვარ ბარსელონაზე განაწყენებული.–განუცხადა ფეხბურტელმა გამოცემა El Mundo Deportivo !!!